15:23 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-04 11:25:54, 623 ნახვა

პოლიტიკა
საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე სხდომა მიმდინარეობს

საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის შესახებ "ქართული ოცნების" კონსტიტუციური წარდგინების არსებითი განიხილვა გრძელდება.

ზეპირ მოსმენას წარდგინების ავტორთა ნაწილი, მათ შორის "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ესწრება.

პროცესზე არ იმყოფება პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილს სასამართლოში თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი წარმოადგენენ.

შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესი, გუშინ, 3 ოქტომბერს 12:00 საათზე დაიწყო. მხარეებმა სასამართლოს საკუთარი პოზიციები გააცნეს.

"ქართულმა ოცნებამ" საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების გადაწყვეტილება 1-ელ სექტემბერს მიიღო.

კონსტიტუციური წარდგინების ავტორებმა საკონსტიტუციო სასამართლოს 12 სექტემბერს მიმართეს.

14 სექტემბერს, წარდგინება კანონმდებლობით დადგენილი წესით დარეგისტრირდა.

19 სექტემბერს კი, პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ კონსტიტუციური წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics