|
2023-10-03 10:44:38, 700 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით განახლებული „პარკ რეზორტ წყალტუბო“ და ქართული რესტორანი „იმერული ესკიზები“ გაიხსნა
„საქართველოს ბანკი“ რეგიონებში ბიზნესის განვითარებასა და ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ბანკისა და ჯგუფ „ბ&ნ ინვესტის“ პარტნიორობით, წყალტუბოში, განახლებული „პარტ რეზორტ წყალტუბო“ და ქართული რესტორანი „იმერული ესკიზები“ გაიხსნა. პროექტის ჯამური ინვესტიცია 5 მილიონი ლარია, ბანკის ინვესტიცია კი, რომელიც „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში გაიცა, 2 მილიონ ლარს შეადგენს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში სანატორიუმს 30 ახალი ოთახი დაემატა და ახალი ქართული რესტორანიც გაიხსნა. აღნიშნული კომპლექის სრული მოწყობის პროექტი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინვესტიციაა რეგიონში. „პარკ რეზორტ წყალტუბო“ ბალნეოლოგიური კურორტია, რომელიც მდებარეობს ქალაქის ცენტრალურ ნაწილში. კურორტი 60 ნომრიან სანატორიუმს, ორი განსხვავებული კონცეფციის რესტორანსა და სპა და გამაჯანსაღებელ ცენტრს მოიცავს. ბაღის ფართობი 73 ჰა. - ია და ის საბავშვო და რეკრეაციეული ზონას, ველო-პარკინგსა და პატიოს აერთიანებს. სანატორიუმი 60 ადამიანს ასაქმებს, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივია. კომპანია მათ პროფესიულ გადამზადებას ადგილზე უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ ჯგუფმა „ბ&ნ ინვესტი“ საქართველოში ინვესტირება 20 წელზე მეტია დაიწყო და ეს არ არის პირველი პროექტი, რომელსაც ის რეგიონში ახორციელებს. კომპანიის მიერ მთლიანად რეგიონში, კომპლექსის მშენებლობა - რეაბილიტაციაზე ინვესტირებულია - 25 მილიონი ლარი. “ბ&ნ ინვესტი“ აერთიანებს “პარკ რეზორთ წყალტუბოს” და “სანატორიუმ იმერეთს” წყალტუბოში, აგურის ქარხანას „მეტეხის კერამიკას“ და მილების ქარხნებს- კასპის რაიონში, უსახელაურის ვენახებს ზუბსა და ოყურეშში „შპს შატო ლეჩხუმი“ და სხვა. „საქართველოს ბანკი“, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი, რეგიონებში ახალი პროექტების განხორციელებას აქტიურად უჭერს მხარს. ტურიზმის განვითარება ერთ-ერთ პრიორიტეტული მიმართულებაა ჩვენთვის. სწორედ ამიტომ, ბანკი მრავალი წელია მხარში უდგას აღნიშნული სექტორის განვითარებას და ჩვენი მხარდაჭერით, არაერთი პროექტია განხორციელებული როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. აღსანიშნავია, რომ ჯგუფთან „ბ&ნ ინვესტი“ მრავალი წელია ვთანამშრომლობთ და მუდმივად ვხედავთ სწრაფვას, არ გაჩერდნენ და განვითარდნენ. ამჯერად, ჩვენი პარტნიორობის ფარგლებში კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი განხორციელდა - „ბ&ნ ინვესტმა“ განახლებული სანატორიუმი და ქართული რესტორანი გახსნა. ეს ერთ - ერთი ყველაზე დიდი ინვესტიციაა რეგიონში და მოხარულები ვართ რომ გვაქვს შესაძლებლობა, ხელი შევუწყოთ კომპანიის განვითარებასა და გაძლიერებას. მინდა წარმატებები ვუსურვო გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ ბიზნესის წახალისებას, რადგან მიგვაჩნია, რომ ძლიერი კერძო სექტორი ქვეყნის განვითარების საწინდარია“,- განაცხადა გიორგი წეროძემ, „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა. „ჩვენმა ჯგუფმა წყალტუბოს რეგიონში 25 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა და გაჩერებას არ ვაპირებთ. გვაქვს კიდევ ბევრი გეგმა და პროექტი, რომლის განხორციელებასაც „საქართველოს ბანკის“ და „აწარმოე საქართველოს“ მხარდაჭერით ვაპირებთ. მაგალითად, უახლოეს მომავალში იგეგმება კიდევ ერთი პროექტის განხორციელება - ღია აუზის და მასთან მდებარე რეკრეაციული ზონის დამატება და სასტუმროს მეორე ნახევრის რენოვაცია. ამით ჩვენ მაქსიმალურად მოვერგებით ჩვენი მომხმარებლის და ბაზრის მოთხოვნებს“,- აცხადებს „ბ&ნ ინვესტის“ დამფუძნებელი დავით კაკაბაძე.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)