|
2023-09-27 13:34:57, 754 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - 1-ელი დეკემბრიდან მუნიციპალური სერვისების პერსონალური კონსულტანტის მომსახურებით სარგებლობა იქნება შესაძლებელი
1-ელი დეკემბრიდან მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, მუნიციპალური სერვისების პერსონალური კონსულტანტის მომსახურებით ისარგებლონ. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძის თქმით, დაინტერესებულ პირს, შესაბამისი საფასურის გადახდის სანაცვლოდ, შესაძლებლობა ექნება, მიიღოს მის ობიექტთან დაკავშირებული ინფორმაცია ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტის დამტკიცების, მშენებლობის ნებართვის გაცემის, შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესზე, ასევე, განმარტება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოვლენილი ხარვეზების თაობაზე. „კიდევ ერთი სიახლე გვაქვს - 1-ელი დეკემბრიდან შესაძლებელი გახდება მუნიციპალური სერვისების პერსონალური კონსულტანტის მომსახურების მიღება, რაც იმას ნიშნავს, რომ დაინტერესებულ პირს, შესაბამისი საფასურის გადახდის სანაცვლოდ, შესაძლებლობა ექნება, მიიღოს მის ობიექტთან დაკავშირებული ინფორმაცია ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტის დამტკიცების, მშენებლობის ნებართვის გაცემის, შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესზე, ასევე, განმარტება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოვლენილი ხარვეზების თაობაზე. ბევრი მოქალაქე ვერ ერკვევა აღნიშნულ დოკუმენტაციაში და ხშირად ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება ხოლმე. მაქვს ინფორმაცია, რომ არსებობს ბევრი არაკეთილსინდისიერი ადამიანი, რომელიც ეუბნება მათ, რომ დაეხმარება და მიდის თანხების გამოძალვა. შესაბამისად, იმისთვის, რომ ეს ყველაფერი თავიდან ავიცილოთ, მუნიციპალიტეტი მომხმარებელს სთავაზობს კონკრეტულ სერვისს, პერსონალურ კონსულტანტს“, - განაცხადა კალაძემ. რაც შეეხება სერვისის საფასურს, თბილისის მერის თქმით, პერსონალური კონსულტანტის 3-თვიანი მომსახურების საფასური იქნება 6 000 ლარი, თუ ობიექტის ფართობი არ აღემატება ერთ ჰექტარს; 12 000 ლარი, თუ ობიექტის ფართობი მეტია ერთ ჰექტარზე, მაგრამ არ აღემატება ხუთ ჰექტარს; 30 000 ლარი, თუ ობიექტის ფართობი მეტია ხუთ ჰექტარზე. „ვფიქრობ, აღნიშნული სერვისის მიწოდება ძალიან მნიშვნელოვანია. მახსოვს, 2017 წელს, როდესაც ჩვენი უფლებამოსილების განხორციელება დავიწყეთ, ძალიან ბევრი პრობლემა დაგვხვდა - ათასობით პასუხგაუცემელი საბუთი, შემოსული მშენებლობასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებები არ იყო მიღებული, რაც დიდ დისკომფორტს უქმნიდა ბიზნესს, ქალაქის განვითარებას და ბევრი ადამიანი იყო უკმაყოფილო. რა თქმა უნდა, დღეს ეს პრობლემები აღარ გვაქვს, სანებართვო პროცედურების მიღება ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს, არანაირი დაგვიანება არ არსებობს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, ამ სერვისის შემოღება და კიდევ უფრო მეტი კომფორტის შექმნა როგორც ფიზიკური პირებისთვის, ისე კომპანიებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მათ ექნებათ შესაძლებლობა, გადაწყვიტონ, ფასიან კონსულტანტს აირჩევენ თუ თავად მიყვებიან საკუთარი საქმის წარმოებას“, - დასძინა კალაძემ.
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
დროა: ელენე ხოშტარია ციხიდან ვივამედში გადაჰყავთ, უკვე გზაშია
საგანძურის მარათონი დაიწყო - შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)