13:46 - 24 Jun, 2026
|
2023-09-27 11:30:33, 795 ნახვა
სამართალი
სადახლოზე 278 208 ლარის ღირებულების არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სადახლო საავტომობილო" სამართალდარღვევის ფაქტი აღიკვეთა. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, სომხეთის მოქალაქის რ.მ-ს მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, სპეციალურად მოწყობილ სამალავში (მისაბმელის იატაკში მოწყობილ სამალავში) 40 320 კოლოფი თამბაქოს ნაწარმი (ე.წ. საღეჭი თამბაქო) აღმოაჩინეს. "არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 278 208 ლარი შეადგინა. საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისათვის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა",- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)