21:55 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-24 11:12:16, 831 ნახვა

საზოგადოება
ნოტარიუსთა საერთო კრებამ გამგეობა და მისი თავმჯდომარე აირჩია

ნოტარიუსთა საერთო კრებამ გამგეობა და მისი თავმჯდომარე აირჩია. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, თავმჯდომარისა და გამგეობის წევრების არჩევნები ფარული კენჭისყრით, ხმის მიცემის ელექტრონული პროგრამით ჩატარდა.

"თავმჯდომარეობის გამარჯვებულმა კანდიდატმა, ეკატერინე ნანდოშვილმა 248 ხმა მიიღო.

თავმჯდომარის, მოადგილის და გამგეობის წევრობის კანდიდატებმა კოლეგებს სამოქმედო გეგმა გააცნეს.

სსიპ „საქართველოს ნოტარიუსთა პალატის" საერთო კრებაზე მისასალმებელ სიტყვაში იუსტიციის მინისტრმა ხაზი გაუსვა ნოტარიუსების საქმიანობის მნიშვნელობას ქვეყნის სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

საერთო კრებაზე აღინიშნა 2021-2023 წლებში სისტემაში განხორციელებული წარმატებული რეფორმების შესახებ, მათ შორის: ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკის 70 წლამდე გაზრდა; სანოტარო მომსახურების გეოგრაფიული არეალის გაფართოება; ბიუროების ადაპტირება შშმ პირთა საჭიროებებზე; დარგობრივი თანამშრომლობის გაძლიერება პარტნიორ ქვეყნებთან და სხვ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სსიპ ნოტარიუსთა პალატის კურატორი - იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი, მინისტრის მოადგილეები და იუსტიციის სამინისტროს სხვა წარმომადგენლები",- ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics