21:12 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-21 16:08:16, 621 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე ოპოზიციაზე - 20 მილიონი დოლარი დაუჯდა სახელმწიფოს მათი მავნებლობა, მათი მცდელობის მიუხედავად, საქართველოს ფინანსური სექტორი არ ჩამოიშლება

20 მილიონი დოლარი დაუჯდა სახელმწიფოს მათი [ოპოზიციის] მავნებლობა, საქართველოს მოქალაქეების რეზერვიდან 20 მილიონი დოლარი დაჯდა ვაშაძის ფეხების და ხელების ქნევა, გაქცევა და ზურგისკენ შეშინებული გამოხედვა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მდინარაძის თქმით, ოპოზიციამ ვერ მოახერხა ფინანსური სისტემის ჩამოშლა, "გუშინ იყო პატარა ტურბულენტობა და ეროვნულ ბანკს 20 მილიონი დოლარის გაყიდვა დასჭირდა".

„მათ არ გაუვიდათ, ძალიან ნერვიულობენ, დღეს ორი წევრიც ავირჩიეთ და აქედან გამომდინარე, მათ ვერ მოახერხეს საქართველოს ფინანსური სისტემის ჩამოშლა. ამ მცდელობის მიუხედავად, ჩვენი მეგობარი ქვეყნებიდან დღეს რაღაც გადაწყვეტილებები გვესმის, რომელშიც შეიძლება ამოვიკითხოთ ამ ყველაფრის მხარდაჭერა, რაც ძალიან სამწუხაროა, მაგრამ საქართველოს ფინანსური სექტორი, მათი [ოპოზიციის] მცდელობის მიუხედავად, არ ჩამოიშლება და არანაირი პრობლემა არ ექნება. გუშინ იყო პატარა ტურბულენტობა ამ მიმართულებით და 20 მილიონი დოლარის გაყიდვა დასჭირდა [ეროვნულ ბანკს]. ანუ, ამათი აქაური მავნებლობა, აქ რაც აკეთეს, 20 მილიონი დოლარი დაუჯდა სახელმწიფოს. საქართველოს მოქალაქეების რეზერვიდან 20 მილიონი დოლარი დაჯდა ვაშაძის ფეხების და ხელების ქნევა, გაქცევა და ზურგისკენ შეშინებული გამოხედვა. ასეთი მავნებლობებით არიან დაკავებული, მაგრამ საბედნიეროდ, ვერ გააქვთ ეს მავნებლობა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics