|
2023-09-15 22:23:42, 645 ნახვა
საზოგადოება
თბილისი „ევროპის მობილობის კვირეულს“ უმასპინძლებს
დედაქალაქი 16-22 სექტემბერს „ევროპის მობილობის კვირეულს“ უმასპინძლებს, რომელსაც თბილისი მესამედ უერთდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, წლევანდელი კვირეულის თემაა „დაზოგე ენერგია“, ხოლო ღონისძიების მიზანი სხვადასხვა აქტივობის საშუალებით, მდგრადი ურბანული მობილობის შესახებ ცნობიერების ამაღლება, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ფეხითა და ველოსიპედით გადაადგილების წახალისებაა. „ევროპის მობილობის კვირეულის“ ფარგლებში, თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო პარტნიორ კომპანიებთან და ორგანიზაციებთან ერთად, სხვადასხვა აქტივობას გეგმავს. "16-17 სექტემბერს, 11:00 საათიდან ვაშლოვანის ქუჩაზე გადაადგილება ქვეითებისთვის და არამოტორიზებული ტრანსპორტისთვის იქნება დასაშვები, ხოლო 16 სექტემბრის 12:00 საათიდან 17 სექტემბრის 18:00 საათამდე, მიცკევიჩის ქუჩაზე - პეკინის გამზირიდან გამრეკელის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში მხოლოდ ფეხითმოსიარულეები იმოძრავებენ. გარდა ამისა, 16 სექტემბერს, მიცკევიჩის ქუჩაზე - პეკინის გამზირიდან გამრეკილის ქუჩის კვეთამდე არსებულ გზის მონაკვეთში გაიმართება გამოფენა, სადაც დაინტერესებული პირები დაათვალიერებენ და გამოცდიან ეკო-მეგობრულ სატრანსპორტო საშუალებებს, ხოლო 14:00 საათზე იგეგმება „მწვანე აქცია“ და ფილმის ჩვენება. ამავე დღეს, მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, 13:00-დან 14:00 საათამდე პერიოდში ესტუმრონ დიდ დიღომში არსებულ ავტობაზას, 19:00 საათზე კი სასტუმრო „რედისონის“ მიმდებარე ტერიტორიიდან მელიქიშვილისა და პეკინის გამზირების მიმართულებით ველომსვლელობა დაიწყება. რაც შეეხება 17 სექტემბერს დაგეგმილ ღონისძიებას, 12:00-დან 18:00 საათამდე მიცკევიჩის ქუჩაზე - პეკინის გამზირიდან გამრეკილის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით, იმიტირებული ველორბოლა ჩატარდება. ღონისძიების მონაწილეებს სიმბოლურად, ველოსიპედის მართვის მოწმობები გადაეცემათ. 23 სექტემბერს, 01:00 საათზე კი, მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტში“ გაიმართება ღონისძიება „საღამო მეტროში“, რომლის ფარგლებში, დაინტერესებული პირები მეტროს მუშაობის სპეციფიკას და აღნიშნულ მეტროსადგურში არსებულ ინფრასტრუქტურას გაეცნობიან. ისინი ასევე, შეძლებენ, გაისეირნონ „სახელმწიფო უნივერისიტეტსა“ და „ვაჟა-ფშაველას“ დამაკავშირებელ გვირაბში. დედაქალაქი 16-22 სექტემბერს „ევროპის მობილობის კვირეულს“ უმასპინძლებს, რომელსაც თბილისი მესამედ უერთდება. წლევანდელი კვირეულის თემაა „დაზოგე ენერგია“, ხოლო ღონისძიების მიზანი სხვადასხვა აქტივობის საშუალებით, მდგრადი ურბანული მობილობის შესახებ ცნობიერების ამაღლება, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ფეხითა და ველოსიპედით გადაადგილების წახალისებაა. „ევროპის მობილობის კვირეულის“ ფარგლებში, თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო პარტნიორ კომპანიებთან და ორგანიზაციებთან ერთად, სხვადასხვა აქტივობას გეგმავს. 16-17 სექტემბერს, 11:00 საათიდან ვაშლოვანის ქუჩაზე გადაადგილება ქვეითებისთვის და არამოტორიზებული ტრანსპორტისთვის იქნება დასაშვები, ხოლო 16 სექტემბრის 12:00 საათიდან 17 სექტემბრის 18:00 საათამდე, მიცკევიჩის ქუჩაზე - პეკინის გამზირიდან გამრეკელის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში მხოლოდ ფეხითმოსიარულეები იმოძრავებენ. გარდა ამისა, 16 სექტემბერს, მიცკევიჩის ქუჩაზე - პეკინის გამზირიდან გამრეკილის ქუჩის კვეთამდე არსებულ გზის მონაკვეთში გაიმართება გამოფენა, სადაც დაინტერესებული პირები დაათვალიერებენ და გამოცდიან ეკო-მეგობრულ სატრანსპორტო საშუალებებს, ხოლო 14:00 საათზე იგეგმება „მწვანე აქცია“ და ფილმის ჩვენება. ამავე დღეს, მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, 13:00-დან 14:00 საათამდე პერიოდში ესტუმრონ დიდ დიღომში არსებულ ავტობაზას, 19:00 საათზე კი სასტუმრო „რედისონის“ მიმდებარე ტერიტორიიდან მელიქიშვილისა და პეკინის გამზირების მიმართულებით ველომსვლელობა დაიწყება. რაც შეეხება 17 სექტემბერს დაგეგმილ ღონისძიებას, 12:00-დან 18:00 საათამდე მიცკევიჩის ქუჩაზე - პეკინის გამზირიდან გამრეკილის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით, იმიტირებული ველორბოლა ჩატარდება. ღონისძიების მონაწილეებს სიმბოლურად, ველოსიპედის მართვის მოწმობები გადაეცემათ. 23 სექტემბერს, 01:00 საათზე კი, მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტში“ გაიმართება ღონისძიება „საღამო მეტროში“, რომლის ფარგლებში, დაინტერესებული პირები მეტროს მუშაობის სპეციფიკას და აღნიშნულ მეტროსადგურში არსებულ ინფრასტრუქტურას გაეცნობიან. ისინი ასევე, შეძლებენ, გაისეირნონ „სახელმწიფო უნივერისიტეტსა“ და „ვაჟა-ფშაველას“ დამაკავშირებელ გვირაბში", - ნათქვამია ინფორმაციაში.
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)