|
2023-09-15 09:42:18, 701 ნახვა
პოლიტიკა
მილერი - ვერცერთი ინდივიდუალური სანქცია აშშ-საქართველოს ურთიერთობებში ჩვენს ხედვას ვერ შეცვლის
ჩვენ მიერ ინდივიდუალური პირის მიმართ დაწესებული ვერცერთი სანქცია ვერ შეცვლის ჩვენს ხედვას აშშ-საქართველოს ურთიერთობებში,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა. მილერის თქმით, აშშ საქართველოსა და ქართველი ხალხის მისწრაფებების მიმართ სოლიდარულია. "ჩვენ სანქციები დავუწესეთ 150-ზე მეტ იურიდიულ და ფიზიკური პირს. არ ვისაუბრებ თითოეული სანქციის დეტალებზე. გადაგამისამართებთ ჩვენსა და სახაზინო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან, თუმცა 150 პირზე ცალ-ცალკე დეტალურად ვერ ვისაუბრებ. ჩვენ ყოველთვის ვიყავით სოლიდარული ქართველი ხალხისადმი და მათი მისწრაფებისადმი, იყვნენ თავისუფალი, სუვერენული სახელმწიფო საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. უკანასკნელ 30 წელიწადში ჩვენ ვიქეცით სტრატეგიულ პარტნიორებად. ვმუშაობთ ერთად ისეთი საქართველოსთვის, რომლის ხედვასაც ვიზიარებთ; საქართველოსთვის, რომელიც სრულად იქნება ინტეგრირებული ევროატლანტიკურ ოჯახში და ჩვენ მიერ ინდივიდუალური პირის მიმართ დაწესებული ვერც ერთი სანქცია ამ ხედვას ვერ შეცვლის ჩვენს ურთიერთობებში“,- განაცხადა მილერმა. ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა 150-ზე მეტ კომპანიასა და პირს სანქციები დაუწესა. სანქცირებულთა შორისაა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე. "სანქცირებულებს შორის ასევე არის ქართველ-რუსი ოლიგარქი. სახელმწიფო დეპარტამენტის თქმით, რუსეთის ფედერალური უსაფრხოების სამსახური მუშაობდა ამ ოლიგარქთან, რათან მას გავლენა მოეხდინა საქართველოს საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ", - დაწერა გამოცემა Associated Press-მა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით. ფარცხალაძე საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობას 2013 წლის 7 ნოემბრიდან 30 დეკემბრამდე იკავებდა.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)