12:39 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-14 14:46:21, 1351 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვა - პროგრამა „უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა“ დუმბაძეების ოჯახისთვის შედეგიანი აღმოჩნდა - დაბა ჩაქვში ტყუპი ქალ-ვაჟი დაიბადა

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამა „უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა“, ამჯერად ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვში მცხოვრები დუმბაძეების ოჯახისთვის აღმოჩნდა შედეგიანი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, დაოჯახებიდან 13 წლის თავზე ირინე ბალაძე და გოჩა დუმბაძე მშობლები გახდნენ, მათ ტყუპი ქალ-ვაჟი, გვანცა და დაჩი შეეძინათ.

„დუმბაძეების ოჯახი სამინისტროს კიდევ ერთი პროგრამით „ახალშობილი ტყუპების ოჯახების ერთჯერადი მატერიალური დახმარება“ ისარგებლებს. პროგრამის ფარგლებში ტყუპისცალზე გაიცემა 1 000 ლარი.

„უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა“ პროგრამის ფარგლებში ჯამში 9 ბავშვი დაიბადა, 14 ოჯახი ახალშობილის მოლოდინშია. სამინისტრომ, აჭარის მთავრობის მხარდაჭერით პროგრამა გასულ წელს დანერგა და წელსაც წარმატებით გრძელდება. პროგრამაზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით, მიმდინარე წლის აგვისტოდან გარკვეული ცვლილებები განხორციელდა.

პროგრამის მიზანია დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების გზით, უშვილო წყვილებისათვის სამედიცინო სერვისების დაფინანსება, აღნიშნულ სერვისზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და დემოგრაფიული მაჩვენებლის გაუმჯობესების ხელშეწყობა.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3NgyOMC“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics