14:24 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-08 09:51:05, 1389 ნახვა

რეგიონი
მერია - ქობულეთში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა, სოფლებში მეწყრული პროცესები განვითარდა

ქობულეთში ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე აჭყვამ რამდენიმე ქუჩა დატბორა. აღნიშნულ ინფორმაციას ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, გარდა ამისა, სხვადასხვა სოფელში მეწყრული პროცესები განვითარდა. 

"ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე აჭყვა კალაპოტიდან გადმოვიდა, რამაც ქობულეთში რამდენიმე მისამართზე დატბორვა გამოიწვია. 

ქალაქში დილიდან უხვი ნალექის შედეგად გამოწვეული ზიანის  სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მერიის შესაბამისი სამსახურები, სხვადასხვა უწყებებთან ერთად, აქტიურ რეჟიმში ახორციელებენ ამოტუმბვით და გაწმენდით სამუშაოებს.

შემთხვევის ადგილზე ქობულეთის მერი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, მერიისა და საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლები იმყოფებიან",- აღნიშნულია ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics