02:48 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-06 10:19:57, 1081 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა ოდესის ოლქი დაბომბეს

გასულ ღამეს რუსი ოკუპანტები ოდესის ოლქის, იზმაილის რაიონს დრონებით დაესხნენ თავს,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ კიპერი ავრცელებს.

მისი თქმით, თავდასხმის შედეგად პორტთან ახლოს მდებარე ობიექტები დაზიანდა.

"სამწუხაროდ, ერთი ადამიანი დაიღუპა, სოფლის მეურნეობის საწარმოს მძიმედ დაშავებული თანამშრომელი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

დაზიანდა ახლოს მდებარე ობიექტები და სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის ობიექტები: ლიფტები, ადმინისტრაციული შენობები, სასოფლო-სამეურნეო საწარმოები",- განაცხადა კიპერმა.

მისივე თქმით, თავდასხმა 3 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics