10:27 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-05 11:16:55, 752 ნახვა

მსოფლიო
NYT: კიმ ჩენ ინი გეგმავს შეხვდეს პუტინს, რათა განიხილონ რუსეთსთვის იარაღის მიყიდვა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი გეგმავს სექტემბერში რუსეთში ჩამოსვლას, რათა შეხვდეს ვლადიმერ პუტინს იარაღის გაყიდვის შესახებ განსახილველად. ამის შესახებ, The New York Times აშშ-ს  ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს.

NYT-ის თანამოსაუბრეები აცხადებენ, რომ რუსულ მხარეს სურს მიიღოს საარტილერიო ჭურვები და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები, ხოლო ჩრდილოეთ კორეას სურს თანამგზავრებისა და ბირთვული წყალქვეშა ნავების მოწინავე ტექნოლოგიები.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, სავარაუდოდ, ფხენიანიდან ჯავშანმატარებლით გაემგზავრება ვლადივოსტოკში, სადაც ის პუტინს შეხვდება შორეული აღმოსავლეთის ფედერალური უნივერსიტეტის კამპუსში აღმოსავლეთ ეკონომიკური ფორუმის დროს, რომელიც გაიმართება 10-დან 13 სექტემბრამდე.  NYT-ის ცნობით, კიმ ჩენ ინს მოსკოვში გამგზავრებაც შეუძლია.

„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ კიმ ჩენ ინი მოუთმენლად ელის ამ დისკუსიების გაგრძელებას, მათ შორის დიპლომატიური ურთიერთქმედების შესახებ რუსეთის ლიდერების დონეზე. ჩვენ მოვუწოდებთ ჩრდილოეთ კორეამ შეწყვიტოს მოლაპარაკებები რუსეთთან იარაღის მიწოდებაზე და შეასრულოს ფხენიანის საჯარო ვალდებულებები, არ მიაწოდოს ან მიყიდოს რუსეთს იარაღი“, - განაცხადა თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ედრიენ უოტსონმა, - იტყობინება Bloomberg.

უოტსონმა დაადასტურა, რომ აშშ-ს ხელისუფლებამ იცის კიმ ჩენ ინის რუსეთში ჩასვლის გეგმები ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თინა ბოკუჩავა – მქონდა ძალიან სერიოზული სინდისის ქენჯნა, რომ ხაბეიშვილის შეცვლის მიზეზად დასახელდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც არ იყო რეალური
კახა კალაძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკურ პარტიასაც ვერ ვუწოდებ
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ირანის წინააღმდეგ დამოუკიდებლად ომისთვის მზადყოფნა გამოაცხადა
CNBC: ტრამპმა ტექნოლოგიური გიგანტები 2025 წლის საბაზრო კრახის დროს შეიძინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics