|
2023-09-04 12:49:48, 936 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 0.9% შეადგინა - ნახეთ რა გაძვირდა
საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.9 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, 2023 წლის აგვისტოში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.7 პროცენტი შეადგინა. ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.1 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.69 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები ძირითადად გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (19.3 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (3.4 პროცენტი), ხილი და ყურძენი (1.7 პროცენტი), თევზეული (1.0 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (0.4 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (0.3 პროცენტი). ამავე პერიოდში ფასები, ძირითადად, შემცირდა პურსა და პურპროდუქტებზე (-1.2 პროცენტი), ასევე ზეთსა და ცხიმზე (-1.1 პროცენტი); ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.6 პროცენტით, რაც 0.19 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (2.0 პროცენტი), სატრანსპორტო საშუალებების შეძენასა (1.1 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (0.8 პროცენტი). წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.4 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.76 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (46.4 პროცენტი), ხილი და ყურძენი (12.9 პროცენტი), თევზეული (9.7 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (5.8 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (5.8 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (1.8 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (-26.3 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (-7.9 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-1.2 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (-0.3 პროცენტი); სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 10.9 პროცენტით, რაც 0.58 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები, უმეტესწილად, მომატებულია ქვეჯგუფებზე: საფინანსო მომსახურება (27.9 პროცენტი), პირადი ჰიგიენა (7.9 პროცენტი); საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში ფასები მომატებულია 5.0 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინფლაციაში 0.52 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (11.7 პროცენტი), ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (9.9 პროცენტი); ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები შემცირდა 7.9 პროცენტით, რაც -0.94 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები შემცირებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-13.2 პროცენტი). ამასთან, ფასები გაზრდილია სატრანსპორტო მომსახურებასა (3.8 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (2.7 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 7.3 პროცენტიანი კლება, რაც -0.72 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები შემცირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-17.6 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (11.6 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურებაზე (6.4 პროცენტი).
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)