11:27 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-30 12:09:28, 541 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერმა საქართველოს პარანაკრებს წარმატება მიულოცა

თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოს პარანაკრებს ევროპის პარაჩემპიონატზე მოპოვებული წარმატება მიულოცა.

როგორც მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ევროპის პარაჩემპიონატზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ დასრულდა, საქართველოს პარანაკრებმა 16 მედლის მოპოვება შეძლო, აქედან ოთხი ოქროა, სამი ვერცხლი, ხოლო ცხრა ბრინჯაო. 

კახა კალაძის განცხადებით, ერთ-ერთი გამარჯვებული, რომელმაც პარატაეკვანდოში ოქროს მედალი მოიპოვა, მერიის სისტემის თანამშრომელი გიორგი ხიზანიშვილია. 

„გიორგი ხიზანიშვილი 2018 წლის აგვისტოდან თბილისის მუზეუმების გაერთიანებაში, კერძოდ, ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში, დარბაზის ზედამხედველის პოზიციაზე მუშაობს და არა მარტო სპორტული ცხოვრებით, არამედ მრავალპროფილური განათლებით და სამოქალაქო აქტივიზმითაც გამოირჩევა. ის ზრუნავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე და ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე. რაც შეეხება პარასპორტს, გიორგიმ ბოლო წლებში ბევრი წარმატება მოიპოვა და მინდა, ასეთივე წარმატებით გაგრძელება ვუსურვო. ჩვენთვის სასიხარულოა ასეთი შედეგები“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის წარმომადგენელი კირიენკო აფხაზეთში ჩავიდა, მან აფხაზი სეპარატისტების მემორიალი შეამკო
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩინეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს [VIDEO]
უკრაინამ ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაბომბა, რომელიც მოსკოვს საწვავით ამარაგებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics