11:26 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-30 11:54:48, 570 ნახვა

საზოგადოება
კალაძე - მეტროსადგურ „ისნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სატრანსპორტო კვანძზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

მეტროსადგურ „ისნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული გადატვირთული სატრანსპორტო კვანძი რეაბილიტირდა,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, განხორციელებული სამუშაოები მნიშვნელოვნად გაზრდის გზის გამტარობას.

„დედაქალაქში საგზაო მოძრაობის გაუმჯობესებისა და განტვირთვის მიზნით, სხვადასხვა უბანში იდენტიფიცირებული გადატვირთული სატრანსპორტო კვანძების მოწესრიგება გრძელდება. აღნიშნულ მონაკვეთზე მოეწყო საგზაო კუნძულები, კეთილმოეწყო ტროტუარი და ბორდიური, გამოიცვალა ასფალტის საფარი, დაიხაზა გზა და დამონტაჟდა შუქნიშნები, ასევე, ავტობუსის გაჩერებებზე დაიგო რკინაბეტონის საფარი. ამჟამად, აღნიშნულ კვანძზე გამავალი საზოგადოებრივი ტრანსპორტის 35-მდე მარშრუტი, დღიურად, 130 000-მდე მგზავრს ემსახურება“, - განაცხადა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის წარმომადგენელი კირიენკო აფხაზეთში ჩავიდა, მან აფხაზი სეპარატისტების მემორიალი შეამკო
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩინეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს [VIDEO]
უკრაინამ ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაბომბა, რომელიც მოსკოვს საწვავით ამარაგებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics