04:06 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-29 13:13:13, 1505 ნახვა

ომი უკრაინაში
გაერო - რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინაში 9 511 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინაში 9 511 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა,-აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი (OHCHR) ავრცელებს.

მათი ცნობით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან 2023 წლის 27 აგვისტომდე უკრაინაში 17 206 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.

"2023 წლის 1-დან 27 აგვისტომდე, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარის (OHCHR) ოფისმა დააფიქსირა 585 მშვიდობიანი მოქალაქე დაღუპული უკრაინაში: დაიღუპა 108 (65 მამაკაცი, 34 ქალი, 3 გოგონა, 2 ბიჭი, ასევე 4 ზრდასრული, რომელთა სქესი ჯერ უცნობია) და დაშავდა 477 (196 მამაკაცი, 148 ქალი, 9 ბიჭი, 7 გოგონა, ასევე 3 ბავშვი და 114 ზრდასრული, რომელთა სქესი ჯერ უცნობია).",- აღნიშნულია გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარის ოფისის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, აღნიშნული მონაცემები მოიცავს მხოლოდ დადასტურებულ ინფორმაციას და დაღუპულთა და დაშავებულთა რეალური რიცხვები შეიძლება ბევრად მეტი იყოს, ვიდრე ოფიციალურადაა დადასტურებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics