13:20 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-21 19:52:26, 893 ნახვა

მსოფლიო
ერდოღანისა და პუტინის შეხვედრა გაურკვეველი დროით გადაიდო

თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების, რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა გაურკვეველი დროით, სულ მცირე სექტემბრამდე გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ერდოღანზე დაყრდნობით ავრცელებს. 

ერდოღანი იმედოვნებს, რომ სექტემბერში პუტინთან შეხვედრას მოახერხებს და გეგმავს, რომ სხვა საკითხებთან ერთად, მასთან შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის მომავალზეც ისაუბროს. 

"სექტემბერში გაიმართება G20-ის შეხვედრა ინდოეთში და გაეროს გენერალური ასამბლეის შეხვედრა შეერთებულ შტატებში. თუ ასეთ დატვირთულ გრაფიკში მოვახერხეთ შეხვედრა, მე და პუტინი პირადად შევხვდებით", - განაცხადა ერდოღანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გიგა ავალიანის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის შვილს ბრალდება წარედგინა
Big Tech. Global Legends. One Future - თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა
მოლდოვის პრემიერმინისტრი თანამდებობიდან გადადგა
გაორმაგების დღე City Mall-ში - 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics