|
2023-08-17 14:53:10, 1086 ნახვა
მსოფლიო
კულება - სტოლტენბერგის პოზიცია ზუსტად ისეთია, როგორიც უკრაინის - ტერიტორიებით ვაჭრობა არ განიხილება
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ნატოს წევრობის სანაცვლოდ უკრაინის ტერიტორიების ნაწილის დათმობის შესახებ ალიანსის გენერალური მდივნის ოფისის ხელმძღვანელის, სტიან იენსენის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ტერიტორიებით ვაჭრობის საკითხი არ განიხილება. კულებას თქმით, სტიან იენსენი და იენს სტოლტენბერგი ორი სხვადასხვა ადამიანია, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კი, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის პოზიცია ნათელია და "ზუსტად ისეთი, როგორიც უკრაინას აქვს". "ნატოს გენერალური მდივანი და მისი შტაბის უფროსი ორი განსხვავებული ადამიანია... პრეზიდენტი (ვოლოდიმირ ზელენსკი) არაერთხელ დაუკავშირდა გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს. მეც ძალიან მჭიდრო ურთიერთობა მაქვს მასთან. გარწმუნებთ, რომ პოზიცია გენერალური მდივნის აბსოლუტურად ნათელია და ზუსტად ისეთი, როგორიც უკრაინას აქვს: უკრაინის ტერიტორიებით ვაჭრობა არ განიხილება",- აცხადებს კულება. ცნობისთვის, ნატოს გენერალური მდივნის ოფისის ხელმძღვანელმა, სტიან იენსენმა განაცხადა, რომ უკრაინა შეიძლება გახდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ტერიტორიის ნაწილის დათმობის სანაცვლოდ. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი გადაწყვეტილება მხოლოდ კიევმა უნდა მიიღოს. სტიან იენსენის განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ "აბსოლუტურად მიუღებლად" მიიჩნია. მოგვიანებით, იენსენმა საკუთარ განცხადებას შეცდომა უწოდა. საკითხს გამოეხმაურა თეთრი სახლიც. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ინფორმაცია, რომ საუბარია, რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ, უკრაინის ტერიტორიების ნაწილის დათმობის სანაცვლოდ, ნატოში უკრაინის შესაძლო გაწევრიანებაზე, უარყო.
GITA-ს ორგანიზებით და ბაზისბანკის მხარდაჭერით ზუგდიდის ტექნოპარკში აგრო-ჰაკათონი AgriHack 2026 გაიმართა
თურქეთი ერთიან ევროგადახდების სივრცეში გაწევრიანებას გეგმავს
1000 დღე ომის დაწყებიდან - თელ-ავივში მრავალათასიანი აქცია გაიმართა
საქართველოს ბანკის YouTube პროექტი „Creator ჩემპიონატი” გრძელდება - არ გამოგრჩეთ მეორე ეპიზოდი
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)