20:30 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-16 17:47:35, 807 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილი საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის ახლად დანიშნულ წარმომადგენელს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, იესპერ მოლერმა მწუხარება გამოთქვა შოვშვი მომხდარი ტრაგედიის გამო და ზურაბ აზარაშვილს სამძიმარი გამოუცხადა.

მინისტრმა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს, თანადგომისთვის, მადლობა გადაუხადა.

"შეხვედრაზე, ზურაბ აზარაშვილმა, იესპერ მოლერს სამინისტროს საქმიანობა გააცნო და დეტალურად ესაუბრა იმ პროექტებზე, რომელსაც უწყება ბავშვთა ჯანმრთელობის, თუ სოციალური დაცვის მიმართულებით ახორციელებს.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო პროგრამაზე, რომლის ფარგლებშიც, ონკოლოგიური დაავადების მქონე ყველა ბავშვს, საქართველოსთან ერთად, ესპანეთის, თურქეთისა და ისრაელის მაღალტექნოლოგიურ კლინიკებში, მკურნალობა უფინანსდებათ.

ზურაბ აზარაშვილმა, ასევე, ხაზი გაუსვა, საქართველოსთვის, გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობის მნიშვნელობას.

შეხვედრაზე, მხარეებმა ერთობლივი პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics