|
2023-08-15 16:20:03, 1163 ნახვა
ეკონომიკა
აღიარება 20 ნომინაციაში: Global Finance-მა „საქართველოს ბანკი“ მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდოს 20 კატეგორიის გამარჯვებულად დაასახელა
საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა 24-ედ მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების ჯილდოს ფარგლებში, საუკეთესო კორპორატიული/ინსტიტუციური და სამომხმარებლო ციფრული ბანკები გამოავლინა. "საქართველოს ბანკი" კი როგორც ქვეყნის, ასევე, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით გამარჯვებულად 20 ნომინაციაში დაასახელა. გამოცემის მიერ, "საქართველოს ბანკის" მობილბანკი საუკეთესო ბიზნეს და სამომხმარებლო მობილბანკად იქნა დასახელებული არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში. ამასთან, ფინანსურმა ინსტიტუტმა აღიარება მოიპოვა ციფრული შეთავაზებების, ინოვაციებისა და ტრანსფორმაციებისთვის, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესების ხელშეწყობისთვის განხორციელებული ინიციატივებისთვის. Global Finance-ის „მსოფლიოს საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკის“ და „მსოფლიოს საუკეთესო კორპორატიული/ინსტიტუციური ციფრული ბანკის“ ჯილდოსთვის გამარჯვებულების შერჩევის პროცესი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ორ რაუნდად იმართება. პირველ ეტაპზე გამარჯვებულები ქვეყნების მასშტაბით ჯამურად 24 კატეგორიაში გამოვლინდნენ, მეორე რაუნდში კი გლობალური და რეგიონული ჯილდოს მფლობელები დასახელდებიან. რჩეული ფინანსური ინსტიტუტების გამოსავლენად Infosys-ის მსოფლიო დონის ჟიურის წევრები ბანკებს მომხმარებლებისთვის საუკეთესო ციფრული გამოცდილების შესაქმნელად შემუშავებული სტრატეგიების, ციფრული შეთავაზებების, ციფრული პროდუქტების მომხმარებლების რაოდენობის ზრდისა და განხორციელებული ინიციატივების მიხედვით აფასებდნენ. აღსანიშნავია, რომ "საქართველოს ბანკი" 2023 წლის საუკეთესო ფინანსურ ინსტიტუტად ქვეყანაში 12 ნომინაციაში დასახელდა, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით კი - 8 კატეგორიაში. ქვეყნის მასშტაბით, "საქართველოს ბანკმა" აღიარება მოიპოვა შემდეგ კატეგორიებში:
ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით კი "საქართველოს ბანკი" 2023 წლის გამარჯვებული შემდეგ ქვე-კატეგორიებში გახდა:
„Global Finance-ის გამარჯვებულები ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მიხედვით 11 სამომხმარებლო და 13 კორპორატიულ/ინსტიტუციურ ქვე-კატეგორიაში გამოვლინდნენ. რჩეული ფინანსური ინსტიტუტები მსოფლიო დონის ჟიურის წევრებმა დაასახელეს, გამარჯვებული ფინანსური ინსტიტუტები კი Global Finance-ის გამოცემის მიერ შეირჩა. ციფრული მომხმარებლებისთვის საუკეთესო გამოცდილების შესაქმნელად შემუშავებული სტრატეგია, ციფრული შეთავაზებები, ციფრული ინიციატივები და ციფრული საბანკო პლატფორმისა თუ აპლიკაციის დიზაინი და ფუნქციონალი ის მთავარი კრიტერიუმები იყო, რომლებსაც ჟიურის წევრები გადაწყვეტილების მიღების დროს ეყრდნობოდნენ. შესაბამისად, Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკის კატეგორიის ჯილდო წარმოადგენს იმ ფინანსური ინსტიტუტების აღიარებას, რომლებიც უძღვებიან გაციფრულებას“, - წერია Global Finance-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. „საქართველოს ბანკი", როგორც ტექნოლოგიური ბანკი, აქტიურად მუშაობს ისეთი ციფრული გადაწყვეტებისა და პროდუქტების შექმნაზე, რომელიც მომხმარებლებისთვის ყოველდღიური საბანკო ტრანზაქციების განხორციელების პროცესს კიდევ უფრო მეტად მარტივს და კომფორტულს გახდის. ჩვენ ძალიან გვახარებს, რომ "საქართველოს ბანკი" Global Finance-ის მიერ 2023 წლის მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკის კატეგორიის 20 ქვე-კატეგორიაში გამარჯვებულად დასახელდა. ჩვენი ძალისხმევის ისეთი გლობალური გამოცემის მიერ აღიარება, როგორიც Global Finance-ია, კიდევ ერთხელ ხაზგასმით გვაჩვენებს, რომ ჩვენ მიერ შექმნილი ციფრული სერვისები თუ პროდუქტები ლოკალურ და რეგიონულ ბაზარზე გამორჩეულია და ქმნის ღირებულებას, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფინანსური ტექნოლოგების სფეროს ჩამოყალიბების პროცესში. ეს კი გვაძლევს მოტივაციას, რომ შევქმნათ კიდევ უფრო მეტად ინოვაციური პროდუქტები და არ გავჩერდეთ“, - აღნიშნავს "საქართველოს ბანკის" ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, გიორგი ვახტანგიშვილი.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)