|
2023-08-15 14:51:04, 1089 ნახვა
რეგიონი
ღვაწლმოსილი ექიმი ნუნუ ჩხაიძე მადლობის სიგელით დაჯილდოვდა
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, მარი ზანაქიძემ 75 წლის იუბილესა და პროფესიული საქმიანობის 50 წლისთავთან დაკავშირებით, თერაპევტსა და ოჯახის ექიმს, ნუნუ ჩხაიძეს, სამინისტროს სახელით მადლობის სიგელი გადასცა. "ვულოცავ ნუნუ ექიმს საიუბილეო თარიღს და სამინისტროს სახელით მადლობას ვუხდი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში შეტანილი წვლილისათვის. ქალბატონ ნუნუს მრავალწლლიანი პროფესიული გამოცდილება აქვს და დღემდე მხოლოდ კმაყოფილი პაციენტები ჰყავს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას და ხანგრძლივ სიცოცხლეს“, - აღნიშნა მინისტრის პირველმა მოადგილემ. ნუნუ ჩხაიძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ორთაბათუმის ამბულატორიის მოქმედი ექიმია. 50 წლის განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში, მათ შორის ბათუმის რესპუბლიკურში, რკინიგზის საავადმყოფოსა და სამხედრო ჰოსპიტალში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. მინიჭებული აქვს ინფექციონისტის, თერაპევტისა და ოჯახის ექიმის კვალიფიკაცია. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)