04:04 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-10 18:07:33, 1144 ნახვა

საზოგადოება
რეზერვისტები გზის გაწმენდით და სამძებრო სამუშაოებს ასრულებენ

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის 102-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობა აქტიურად მონაწილეობს შოვში მიმდინარე სამძებრო-სამაშველო პროცესში, ისინი რამდენიმე ლოკაციაზე არიან გადანაწილებული, - ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

უწყების ცნობით, რეზერვისტების სამუშაო ლოკაციებს დაემატა ე.წ. კალცის წყლების მიმდებარე ტერიტორია, სადაც გზის გაწმენდითი და სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

„რეზერვისტების პირადი შემადგენლობა სტიქიის ზონაში თავდაცვის ძალების სამხედროებისა და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებთან კოორდინაციაში მუშაობს. სამაშველო-სამძებრო სამუშაოებში ჩართული არიან თავდაცვის ძალების აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობების სამხედრო მოსამსახურეები, საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონები, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა და ეროვნული გვარდიის 102-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონი“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics