|
2023-08-05 23:33:12, 1217 ნახვა
მსოფლიო
საუდის არაბეთში უკრაინის სამშვიდობო გეგმაზე 40 ქვყეყნის მონაწილეობით, შეხვედრა დაიწყო
ჯიდას პორტში (საუდის არაბეთი) დაიწყო ორდღიანი სამიტი უკრაინული მშვიდობის ფორმულის განხორციელების შესახებ. ამის შესახებ Al Jazeera იტყობინება. უკრაინამ და საუდის არაბეთმა მოლაპარაკებებზე 40-მდე ქვეყნის დიპლომატები მიიწვიეს. მათ შორისაა ჩინეთი, ინდოეთი, ბრაზილია, სამხრეთ აფრიკა და სპარსეთის ყურის ზოგიერთი ნავთობით მდიდარი ქვეყანა. უპირველეს ყოვლისა, საუბარია ეგრეთ წოდებულ ნეიტრალურ სახელმწიფოებზე, რომლებიც ომის დროს ცდილობდნენ ურთიერთობის შენარჩუნებას როგორც უკრაინასთან, ასევე რუსეთთან. შეხვედრის მთავარი მიზანია დაარწმუნოს ისინი, დაიკავონ უკრაინის მხარე და მიიღონ ვლადიმერ ზელენსკის მიერ შემოთავაზებული მშვიდობის ფორმულა, რომელიც შედგება 10 პუნქტისგან. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის დელეგაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი უხელმძღვანელებს. The New York Times-ის ანალიტიკოსები ამ შეხვედრას აღიქვამენ, როგორც კიევის ახალ მცდელობას მოიპოვოს ათობით ქვეყნის მხარდაჭერა, რაც იქნება უფრო ფართო კამპანიის დასაწყისი, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის დასუსტებას უახლოეს თვეებში. საუდის არაბეთის გვირგვინის პრინცის მუჰამედ ბინ სალმანისა და ვლადიმერ ზელენსკის შეხვედრაზე არაბული ლიგის სამიტზე.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)