17:35 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-02 21:36:27, 1407 ნახვა

პოლიტიკა
ევროკავშირის სანქციების ფარგლებში, საქართველოდან რუსეთში, ბელარუსში მანქანების რეექსპორტი აიკრძალა

ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტის ფარგლებში საქართველოდან რუსეთსა და ბელარუსში ავტომობილების რეექსპორტი აიკრძალა. აღნიშნულ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ადასტურებს.

შემოსავლების სამსახურის თქმით, აშშ-დან საქართველოს ტერიტორიაზე შემოყვანილ მანქანების ექსპორტსა და რეექსპორტზე შეზღუდვა პირველი აგვისტოდან ამოქმედდა.

პირველი აგვისტოდან აკრძალვა შეეხო ამერიკიდან შემოყვანილ ავტომანქანებს, 26 სექტემბრიდან კი ეს აკრძალვა ევროპის ქვეყნებიდან შემოყვანილ ავტომანქანებზეც გავრცელდება.

"საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოყვანილ მანქანებზე 1-ლი აგვისტოდან ამოქმედდა რეექსპორტზე/ექსპორტზე შეზღუდვა, ხოლო ევროპიდან შემოყვანილზე შეზღუდვა ამოქმედდება 26 სექტემბრიდან, როგორც ამას ითვალისწინებს დაწესებული სანქციების მე-11 პაკეტი", -  აცხადებს შემოსავლების სამსახური.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics