|
2023-08-02 18:41:02, 955 ნახვა
მსოფლიო
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - მხარს ვუჭერთ უკრაინას იმდენად, რამდენადაც ეს პოლონეთის ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება
მხარს ვუჭერთ უკრაინას იმდენად, რამდენადაც ეს შეესაბამება პოლონეთის ეროვნულ ინტერესებს - ასე იყო და იქნება ყოველთვის, - ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ პაველ იაბლონსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებების გამო, ბოლო დროს ორქვეყანას შორის ურთიერთობა "საუკეთესო არ არის". ამასთან ერთად ის აღნიშნავს, რომ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს გარკვეული ემოციები ჰქონდათ, მაგრამ პოლონეთის მიდგომა შემწყნარებელია, რადგან უკრაინას თავს დაესხნენ. „საუბარი [უკრაინის ელჩთან] იქნება ძალიან გულწრფელი. იქნება ძალიან კონკრეტული, როგორც ყოველთვის. ჩვენ გადავცემთ ჩვენს შეფასებებს, როგორ გამოიყურება დღეს ჩვენი ურთიერთობები, რაც, სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის ბოლოდროინდელი განცხადებების გამო, არ არის საუკეთესო. არავინ მალავს [ამ ფაქტს] ჩვენ ვხელმძღვანელობთ პოლონეთის ეროვნული ინტერესების პოლიტიკით. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას იმდენად, რამდენადაც ეს შეესაბამება პოლონეთის ეროვნულ ინტერესებს. ასე იყო და იქნება ყოველთვის“, - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)