|
2023-07-31 10:21:44, 1290 ნახვა
ეკონომიკა
ქუთაისში, „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფინანსური მხარდაჭერით, სამაცივრე მეურნეობა მოეწყო
ქუთაისში, „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის” ფინანსური მხარდაჭერით, სამაცივრე მეურნეობა მოეწყო. აღნიშნულ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, კომპანია „ვათაგის“ მიერ ევროკავშირ-საქართველოს „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი სამაცივრე მეურნეობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ თენგიზ ნასარიძემ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა და იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ დაათვალიერეს. „ქვეყნის მასშტაბით, 4 საპილოტე რეგიონში 48 საწარმო დაფინანსდა. მათ შორის არის როგორც ახალი, ასევე გადაიარაღებული საწარმოები. სახელმწიფოს მხრიდან ინვესტიცია 20 მლნ ლარს აღწევს. ევროკავშირ-საქართველოს „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა“ და სხვა მსგავსი პროგრამები მნიშვნელოვანი ხელშემწყობია რეგიონებში სოციალ-ეკონომიური წარმატებისთვის, სამუშაო ადგილების შექმნისთვის, მცირე და საშუალო საწარმოების კონკურენტუნარიანობის გაზრდისთვის. „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა“ საკუთარ წვლილს შეიტანს სამიზნე რეგიონების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელში“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, თენგიზ ნასარიძემ. კომპანია „ვათაგმა“ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრე მეურნეობის მოსაწყობად 3 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა, მათ შორის, „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში მიღებული სესხის ოდენობა 640,000 ლარია; პროგრამის ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტოს დაფინანსება 384,000 ლარს შეადგენს. სამაცივრე მეურნეობას 250 ტონა რძის პროდუქტების შენახვის შესაძლებლობა აქვს. კომპანიაში 60 ადგილობრივია დასაქმებული. პროდუქცია განკუთვნილია ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციისთვის. „საშუალება გვქონდა გვენახა, თუ როგორ მუშაობს ერთ-ერთი კერძო ბიზნესი, რომელმაც ევროკავშირ-საქართველოს „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამით“ ისარგებლა. აღსანიშნავია, რომ ამ პროგრამის ფარგლებში 400 ბიზნესი დაფინანსდა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს იყო ინტეგრირებული მიდგომა, რაც გულისხმობდა არა მხოლოდ კერძო ბიზნესის მხარდაჭერას, არამედ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას“, - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა. ევროკავშირი-საქართველოს „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამას“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მართავს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნოების სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს საქართველოს ოთხ საპილოტე რეგიონში - იმერეთში, კახეთში, გურიასა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში. პროგრამის მესამე კომპონენტის მიზანია, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, რაც გულისხმობს ახალი საწარმოების შექმნას, არსებული საწარმოების გაფართოებას ან გადაიარაღებას.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)