|
2023-07-25 11:42:47, 634 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს წარმომადგენლები საგზაო უსაფრთხოების თემაზე ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით იმყოფებოდნენ
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ვაჟა სირაძე და დეპარტამენტის სხვა მაღალი რგოლის მენეჯერები, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) მხარდაჭერით, საგზაო უსაფრთხოების თემაზე ვიზიტით იმყოფებოდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ვიზიტის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ეწვივნენ კოლორადოს და ილინოისის შტატების პოლიციის დეპარტამენტებს და ინფორმაცია მიიღეს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: საგზაო შემთხვევის ანალიზი და სტატისტიკის წარმოება; შავი წერტილების იდენტიფიცირება; ნარკო/ალკო ტესტების ჩატარების პროცედურები; სპორტული ღონისძიებების დროს უსაფრთხოების დაცვა; კინოლოგიური სამსახურის მიერ ნარკოტიკების/ბომბის აღმოჩენა და სხვ. „შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ეწვივნენ 911-ს ოფისს და გაეცნენ საგზაო მეთვალყურეობის კამერების მუშაობის სპეციფიკას, ასევე, დაათვალიერეს მოძრავი ლაბორატორია, სპეციალური დანიშნულების მანქანები, საპატრულო მანქანები და მოტოციკლეტები. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიურო (INL) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან უკვე მრავალი წელია თანამშრომლობს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების, კიბერდანაშაულის, ოჯახში ძალადობის, ტრეფიკინგის, ტაქტიკური მომზადების, არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)