21:28 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-23 16:23:27, 1091 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი ოდესაზე - რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი მორიგი ომის დანაშაული - უმკაცრესად ვგმობ

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსი ოკუპანტების მიერ ოდესაზე მიტანილ სარაკეტო იერიშს გმობს.

ზურაბიშვილი Twitter-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, ოდესაზე თავდასხმას, რა დროსაც არაერთი ძეგლი დაზიანდა, ომის მორიგ დანაშაულს უწოდებს.

"რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი ომის მორიგი დანაშაული! უმკაცრესად ვგმობ თავდასხმებს UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლზე, ოდესასა და მის მშვიდობიან მოქალაქეებზე, საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის უხეშ დარღვევას",- წერს საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, რუსმა ოკუპანტებმა ღამით ოდესაზე სარაკეტო იერიში განახორციელეს. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა ერთი და დაშავდა 22 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვია.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ფერისცვალების ტაძარი, მეცნიერებათა  სახლი და მიმდებარე საცხოვრებელი სახლები დაზიანდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
სიკორსკი: რუსეთს პოლონეთზე თავდასხმის რესურსები არ აქვს, მაგრამ ისინი რაღაცას ამზადებენ
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics