21:06 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-15 12:20:14, 966 ნახვა

საზოგადოება
მერია - ჩუღურეთის რაიონში შემოდგომიდან საბავშვო ბაღის ორი შენობა ექსპლუატაციაში შევა

ჩუღურეთის რაიონში ახალი სააღმზრდელო წლიდან საბავშვო ბაღის ორი შენობა შევა ექსპლუატაციაში. აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, ერთ-ერთია N125 ბაგა-ბაღი, სადაც დედაქალაქის მერის მოადგილე კახა გულედანი თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ გოგი ჩიქოვანთან ერთად იმყოფებოდა. 

"ოთარ ქინქლაძის ქუჩაზე მდებარე N125 საბავშვო ბაღის ძველი შენობის დემონტაჟი გასულ წლებში განხორციელდა, მის ნაცვლად კი სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შენობა აშენდა, რომელიც აღსაზრდელებს ახალი სააღმზრდელო წლის დასაწყისიდან მიიღებს.  მშენებლობა დასრულებულია. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ეზოსა და შიდა სივრცეების მოწყობა და ბაღის აღჭურვა. 

კახა გულედანი სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად, უშანგი ჩხეიძის ქუჩაზე მდებარე N2 ბაგა-ბაღში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებსაც გაეცნო. 

პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია უტარდება შენობის ისტორიულ ნაწილს.  ასევე, აშენდა ახალი კორპუსი, სადაც ბაღის ძირითადი ნაწილი განთავსდება. 400 ბავშვზე გათვლილი ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია წლის ბოლოს დასრულდება. 

თბილისის მერის მოადგილესთან ერთად, ადგილზე ჩუღურეთის რაიონის გამგებელი დავით მაქაცარია, ასევე, საკრებულოსა და პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები იმყოფებოდნენ",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics