|
2023-07-12 13:32:18, 912 ნახვა
საზოგადოება
მეუფე შიო - იმედია, გაირკვევა ყოფითი მოწამვლაა თუ გარკვეული ზემოქმედება იყო
პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო მუჯირი, მისი შესაძლო მოწამვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, საჯაროდ დღეს პირველად გამოჩნდა. მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში წირვა აღავლინა, რის შემდეგაც მედიასთან მცირე კომენტარიც გააკეთა. "ღვთის შეწევნით, კარგად ვარ... ზუსტად რთულია თქმა, მაგრამ იმედია, რომ გაირკვევა ეს ყოფითი რაღაც მოწამვლაა თუ გარკვეული ზემოქმედება იყო",- უთხრა მეუფე შიომ ჟურნალისტებს. შეგახსენებთ, 5 ივლისს ქართულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, საქართველოს საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო მუჯირი მოწამლეს. 6 ივლისს კი, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ მეუფე შიოს სისხლში მძიმე მეტალების შემცველობა დაშვებულზე მეტი აღმოჩნდა და არ არის გამორიცხული, მისი ავადმყოფობა ვიღაცის ინტერესში იყოს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)