03:18 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-11 13:32:45, 1279 ნახვა

პოლიტიკა
ჩეჩნეთის ტრანსპორტის მინისტრი - ჩეჩნეთის მთავრობა გროზნოდან თბილისში პირდაპირი ფრენების დაწყებას ითხოვს

ჩეჩნეთის მთავრობა ავიაკოპანია Azimuth Airlines-სგან გროზნოდან თბილისში პირდაპირი ფრენების დაწყებას ითხოვს. აღნიშნულის შესახებ ჩეჩნეთის ტრანსპორტის მინისტრმა, რამზან ჩერხიგოვმა ავიაკომპანია "აზიმუტის" დირექტორთან შეხვედრაზე განაცხადა.

რამზან ჩერხიგოვის თქმით, გაწერილი გეგმების განხორციელება დადებით გავლენას მოახდენს ტურისტული ინდუსტრიის განვითარებაზე.

"ჩვენ განვიხილეთ არაერთი პერსპექტიული პროექტი ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის, რუსეთის გმირის, რამზან კადიროვის ინსტრუქციების შესრულების ფარგლებში სამგზავრო ფრენების გეოგრაფიის გაფართოების მიზნით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მის ფარგლებს გარეთ. ჩვენ გამოვყავით მგზავრთა საჰაერო გადაყვანის რამდენიმე მიმართულება, მათ შორის ფრენები ქალაქებში - სოჭში, ვოლგოგრადში, თბილისში და ჯედაში",- განაცხადა ჩეჩნეთის ტრანსპორტის მინისტრმა.

ცნობისთვის, 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიახაზებისთვის საქართველოსთან ფრენის აკრძალვა გააუქმა. საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე გაუქმდა სავიზო რეჟიმი. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევა. კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც რუსეთმა გუშინ განაცხადა, „საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციის“ გაუქმებას ეხება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics