|
2023-07-07 17:04:33, 990 ნახვა
მსოფლიო
პაველი - ჩეხეთის ინტერესებშია, რომ უკრაინამ ომის დამთავრებისთანავე ნატოში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს
ჩეხეთის ინტერესებშია, რომ უკრაინამ ომის დამთავრებისთანავე დაიწყოს მოლაპარაკებები ნატოში გაწევრიანების შესახებ, - ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა განაცხადა. როგორც პაველმა აღნიშნა, უკრაინის ნატოში გაწევრიანება უსაფრთხოების რეგიონების სტაბილურობისა და ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებში შედის. "ჩეხეთის ინტერესებშია, რომ უკრაინამ ომის დამთავრებისთანავე დაიწყოს მოლაპარაკებები ნატოში გაწევრიანების შესახებ, რადგან ეს ჩვენი უსაფრთხოების რეგიონების სტაბილურობისა და ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებშია. ამავდროულად, უკრაინის პოზიცია გაძლიერდება იმით, რომ სამიტზე ნატო-უკრაინის საბჭო გამართავს გაცნობითი ხასიათის შეხვედრას, სადაც უკრაინა ნატოს ქვეყნებთან თანასწორი პოზიციით წარსდგება და ნატო-უკრაინას შორის კომუნიკაციის დონე გაიზრდება. ამგვარად, ნატოსა და უკრაინის ურთიერთობა სრულიად განსხვავებულ დონეზე გადავა", - განაცხადა პაველმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)