|
2023-07-02 13:07:51, 1062 ნახვა
საზოგადოება
ქუთაისში სამხედრო პატივით კრძალავენ უკრაინაში დაღუპულ მალხაზ კვიჟინაძეს
ლუგანსკის ოლქში, ლისიჩანსკთან დაღუპულ მალხაზ კვიჟინაძეს ქუთაისში საგვარეულო სასაფლაოზე სამხედრო პატივით კრძალავენ. მალხაზ კვიჟინაძის პანაშვიდი წმინდა დიდმოწამე სტეფანეს სახელობის ტაძარში იმართება. მალხაზ კვიჟინაძე გამოცდილი სამხედრო იყო. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე, ის მონაწილეობდა ე.წ. АТО-ში - უკრაინის ხელისუფლების ანტიტერორისტულ ოპერაციაში (2016 წლიდან). ომის პირველივე დღეებიდან, კვიჟინაძე იბრძოდა უკრაინის არმიის სახმელეთო ჯარების 118-ე ცალკეული მექანიზირებული ბრიგადის შემადგენლობაში. 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე, მალხაზ კვიჟინაძე წარმოშობით ქუთაისიდან არის - ოთხი შვილის მამა. უკრაინაში დაღუპული ორი სამხედრო - მალხაზ კვიჟინაძე და ჯონი ოდიშვილი 1 ივლისს, გამთენიისას ჩამოასვენეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ რუსეთ-უკრაინის ომში 47 ქართველი სამხედრო დაიღუპა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)