15:37 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-23 11:43:37, 1226 ნახვა

პოლიტიკა
იუკნევიჩიანე გვარამიას შეწყალებაზე - ეს ნაბიჯი აჩვენებს, რომ საქართველოში სამართლიანობა შესაძლებელია

ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც აჩვენებს, რომ საქართველოში სამართლიანობა შესაძლებელია, - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალებას.

იუკნევიჩიანეს თქმით, ნიკა გვარამიას პატიმრობა პოლიტიკურად მოტივირებული იყო.

"მივესალმები საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, შეეწყალებინა ნიკა გვარამია, რომლის პატიმრობა პოლიტიკურად მოტივირებული იყო. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც აჩვენებს, რომ საქართველოში სამართლიანობა შესაძლებელია",- წერს იუკნევიჩიანე.

შეგახსენებთ, გუშინ, 22 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შეიწყალა. გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 2022 წლის 16 მაისს შეუფარდა. 2 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი პატიმრობაში დატოვა. 19 ივნისს კი, უზენაესმა სასამართლომ გვარამიას სარჩელი დაუშვებლად ცნო. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე თელავის სტიქიაზე - ნებართვები არასწორად იყო გაცემული. ასე მიმაჩნია, თუმცა შევისწავლით
აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ის საპატიმროს 6 თვეში დატოვებს
14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურის ფონზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
კობახიძე - ქვეყანა იმართება ეფექტიანად, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics