|
2023-06-21 13:14:13, 778 ნახვა
პოლიტიკა
იოზვიაკი - ევროკომისიის დასკვნის მიხედვით, საქართველოს პირობების მხოლოდ 25% აქვს შესრულებული ანუ 75% ჰაერშია
ევროკომისიის დასკვნის მიხედვით, საქართველოს პირობების მხოლოდ 25% აქვს შესრულებული ანუ 75% ჰაერშია,- ამის შესახებ "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი აცხადებს. იოზვიაკის თქმით, ევროკომისია ასევე უთითებს, რომ მოლდოვასა და უკრაინასთან შედარებით, საქართველოს ყველაზე ნაკლები წინსვლა აქვს. "ეს არის შუალედური ანგარიში და ეს ნიშნავს, რომ გზის ნახევარი უკვე გავლილია. ეს ნიშნავს, რომ თქვენ ისევ გაქვთ საქმე გასაკეთებელი. ევროკომისიის დასკვნის მიხედვით, საქართველოს პირობების მხოლოდ 25% აქვს შესრულებული ანუ 75% ჰაერშია. ევროკომისია ამბობს, რომ მოლდოვასა და უკრაინასთან შედარებით, საქართველოს ყველაზე ნაკლები წინსვლა აქვს და მათ უფრო მეტი პროგრესი.თუ მაგალითად, მედიის საკითხს მოვიყვანთ, შუალედურ დასკვნაში წერია, რომ საქართველოს საერთოდ არაფერი გაუკეთებია. დანარჩენ პუნქტებზე წერია, რომ ნაწილობრივი პროგრესია, ეს კი ნახევარზე ნაკლებს ნიშნავს. საქართველო რომ სტუდენტი იყოს, საშობაო არდადეგებზე არ გაუშვებდნენ და მთელი არდადეგები სამუშაო ექნებოდა... დღეს ელჩები ნახავენ ამ დოკუმენტს, ხვალ კი მინისტრები. ოფიციალური პირები, რომლებსაც ვესაუბრები ხოლმე, ხედავენ, რომ უკრაინა და მოლდოვა მართლაც რაღაცას აკეთებენ, საქართველოს შემთხვევაში კი, უფრო მეტი კითხვები ჩნდება",- განაცხადა იოზვიაკმა. მისივე თქმით, "შეიძლება საქართველომ მიიღოს სტატუსი დამატებითი პირობებით, მწვანე შუქი, მაგრამ ეს თავისი არსით მწვანე არ იქნება". ცნობისთვის, ევროკომისია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიერ განხორციელებული რეფორმების პროგრესთან დაკავშირებით ზეპირ მოხსენებას 21-22 ივნისს წარადგენს. ზეპირი ანგარიში ევროკავშირის 27 ქვეყნის ელჩებს ბრიუსელში 21 ივნისს, ხოლო ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს სტოკჰოლმში 22 ივნისს წარედგინებათ.
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)