13:32 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-20 15:15:56, 851 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილმა, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი ადმინისტრაციული შენობა დაათვალიერა

თბილისში, ელიზბარ მინდელის ქუჩაზე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი ადმინისტრაციული ოფისი გაიხსნა. ახლად გახსნილი სათავო ოფისი ჯანდაცვის მინისტრმა, მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურთან და ცენტრის დირექტორ ალექსანდრე კუტიბაშვილთა ერთად დაათვალიერა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ადგილზე, ყველა დეტალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის გათვალისწინებითაა დაპროექტებული.

„მოეწყო ცენტრალური სადისპეტჩერო, სამუშაო და მოსასვენებელი სივრცეები. ჩატარებული სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოს დასრულების შემდეგ ახალ სათავო ოფისში, სხვადასხვა ლოკაციიდან გადასული, ცენტრის 324 თანამშრომელი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ ერთ სივრცეში მუშაობს.

როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტროს პრიორიტეტია, ცენტრის თითოეული თანამშრომელს ღირსეული სამუშაო პირობები ჰქონდეს, ახალი ადმინისტრაციული შენობა კი ამისთვის, ყველა საჭირო სტანდარტს აკმაყოფილებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics