20:38 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-12 16:05:01, 733 ნახვა

საზოგადოება
ნინო თანდილაშვილმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საკანონდებლო კანონის პროექტი და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებები წარუდგინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა სხდომაზე „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონპროექტი  და საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მეორე მოსმენით განიხილა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინსიტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, კანონპროექტი მიზნად ისახავს სამრეწველო ემისიების შესახებ ეროვნულ კანონმდებლობაში ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს დირექტივის გადმოტანას. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს საწარმოებში მთელი რიგი ახალი ტექნოლოგიების დანერგვას და ინტეგრირებული ნებართვის გაცემას, რაც გულისხმობს საწარმოსთვის გამარტივებულ პროცედურებს.

„ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ვალდებულება, რომელიც ასოცირების დღის წესრიგით არის განსაზღვრულ და ეხება  სამრეწველო სექტორს და სამრეწველო სექტორიდან გამოწვეული დაბინძურების მაქსიმალურ შემცირებას. მოგეხსენებათ, რომ, ამ მოწვევის პარლამენტთან ერთად, მივიღეთ მნიშვნელოვანი ცვლილებები ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევების შეზღუდვასთან დაკავშირებით, რომელიც იყო ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი სამრეწველო ემისიების კანონის აღსრულებისათვის. ამჯერად წარმოვადგინეთ კომპლექსური საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც არა მხოლოდ ჰაერში გაფრქვევებს, არამედ ნიადაგის, წყლის და ნარჩენებით გარემოს დაბინძურების პრევენციას უზრუნველყოფს. ვფიქრობ, რომ ამ კანონს ექნება ის შედეგი, რომ სამრეწველო სექტორიდან დაბინძურებას, ფაქტობრივად, მინიმუმამდე შეამცირებს. აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილ კანონპროექტში მნიშვნელოვანი ცვლილებები განვახორციელეთ მეორე მოსმენისათვის და უზრუნველვყავით ძალიან მოქნილი პროცედურები იმისათვის, რომ ბიზნესს  ერთი სარკმლის პრინციპით შეეძლოს  ყველა გარემოსდაცვითი ნებართვის აღება, რაც გულისხმობს  ერთ ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვის პროცედურაში გარემოზე ზემოქმედების  შეფასების პროცედურებისა და სანებართვო დოკუმენტების მიღებას“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.  

კომიტეტმა წარმოდგენილ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics