11:47 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-04 14:34:19, 886 ნახვა

პოლიტიკა
ნაციონალური მოძრაობა, კადიროველების შესაძლო ვიზიტზე - მათი ქვეყანაში შემოსვლა გადაწყდა უფრო მაღალ სამთავრობო ეშელონებში

„მანქანის რუსული ნომრებით თუ ვიმჯელებთ, ეს პირები არიან ძალიან დაახლოებული რუსეთის ხელისუფლებასთან და მათი ქვეყანაში შემოსვლას მესაზღვრებიი ვერ გადაწყვეტდნენ, ეს გადაწყდა უფრო მაღალ სამთავრობო ეშელონებში.“ - განაცხადა განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა თემურ ჯანაშიამ.

„ოფიციალური პირები არ არიან ისინი და ოფიციალური ნებართვები არ არის შესაბამისად გაცემული და ეს არის რაღაც მეგობრულად, ქართულ ჯიგრულ პონტში გაკეთებული ამბავი, რომ შემოსულია ვიღაც შეიარაღებული. ამას მესაზღვრეები ვერ გადაწყვეტენ, ეს უფრო მაღლა იქნება მიღებული გადაწყვეტილება. ეს პირები არიან მანქანაში, რომლებიც აშკარად ნომრებით თუ ვიმსჯელებთ, არიან ძალიან დაახლოებული რუსეთის ხელისუფლებასთან, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა თემურ ჯანაშიამ.

„გუშინ 18:00 საათზე ნატახტრის მიმართულებით მიმყავდა ბავშვები და  რესტორნებთან, გზის ჩაყოლებაზე მოძრაობდა სამი მერსედესის ჯიპი ერთნაირი ნომრებით, პრაქტიკულად და უკან მისდევდა, სავარაუდოდ, დაცვა. ყურადღება მიიპყრო, ბუნებრივია, იმიტომ, რომ 4 მანქანა ასეთი 4-ვე ჩაბურული შუშებით, შავი ჯიპები. დავაკვირდი, ეს იყო რუსული ნომრები. ისინი მოძრაობდნენ სტეფანწმინდის მიმართულებით, მაგრამ იქვე, ნატახტრის ერთ-ერთ რესტორანთან მოუხვიეს, სავარაუდოდ, რომელიმე რესტორანში შევიდნენ  ან უკან დაბრუნდნენ, ვერ გეტყვით, მაგრამ იმ ტერიტორიაზე ნელა გადაადგილებოდნენ. ორგანიზებულად მოძრაობდნენ და როგორც კი ერთ-ერთ მანქანას წინ ჩავუდექი, შორი მანძლი იყო შედერაბით, მაშინვე დაცვის ჯიპი მომიახლოვდა, ჩამიჭრა და წინ ჩამიდგა ისევ, - ამბობს  წალენჯიხის მერის მოადგილე, ვანო ბურდული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის უშიშროება: უკრაინის უსაფრთხოების სამსახური მოსკოვის ოლქში სტრატეგიულ ობიექტზე დრონებით მასშტაბურ თავდასხმას გეგმავდა
მარტა კოსი: დღეს ევროკავშირის გაფართოებისთვის „სუპერ სამშაბათია“ - ჩვენ მოლდოვასა და უკრაინასთან მე-6 კლასტერს ვხსნით
სუს: 9 რეგიონში ჩატარებული ღონისძიების შედეგად, დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 28 პირი
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი. საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics