07:31 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-03 02:58:32, 1227 ნახვა

სამართალი
პარლამენტთან პოლიციამ 10-მდე ადამიანი დააკავა

პარლამენტთან პოლიციამ 10-მდე ადამიანი დააკავა, ხოლო სამი ახალგაზრდა საავადმყოფოშია გადაყვანილი. ჯერჯერობით უცნობია რა დაზიანებები მიიღეს მათ და რა დროს.

მოძრაობა სირცხვილიას აქტივისტი მარიამ დოლიძე წერს, რომ დაკავებულების ნაწილი თბილისიდან თელავში, ზოგიერთი კი გურჯაანში გადაიყვანეს. მისივე თქმით, სირცხვილიას ადვოკატი თელავში მიემგზავრება.

"ნოდარ სიხარულიძე და ფრანგიშვილი არიან გურჯაანში. ნიკა რომანაძე, ედო მარიკაშვილი, საბა ბრაჭველი - თელავში. სანამ თბილისში იყვნენ, არც ერთი იურისტი არ შეუშვეს დაკავებულებთან", - წერს დოლიძე ფეისბუქზე.

2 ივნისს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე პოლიციამ ბანერების გამო მოქალაქეები დააკავა. ძირითადად ამ ბანერებზე პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო ნახსენები. ამ დროისთვის ცნობილია, რომ დაკავებულია 8 ადამიანი. 

დაკავებულს შორისაა საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე, ედუარდ მარიკაშვილი. თვითმხილველები ამბობენ, რომ მას ცარიელი ფურცელი ეჭირა ხელში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics