01:10 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-02 15:54:04, 728 ნახვა

საზოგადოება
გლდანში, სახურავის რეაბილიტაცია 24 მისამართზე დასრულდა, 20-ზე კი მიმდინარეობს

გლდანის გამგეობის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა პროექტი ხორციელდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, აღნიშნული პროგრამით, სახურავისა და წყალსაწრეტი მილების რეაბილიტაციის სამუშაოები 24  მისამართზე  დასრულდა, მათ შორის, ზარზმის N19 კორპუსსა და ლაგურაშვილის N1 კორპუსებში. ჯამში, 24 მისამართზე დასრულებული სამუშაოებისთვის   537 978    ლარი დაიხარჯა. 

„ამ ეტაპზე, სამუშაოები 20 მისამართზე მიმდინარეობს, მათ შორის, მუხიანის II მიკრორაიონის N11 და გლდანის I მიკრორაიონის N21 კორპუსში.

მიმდინარე სამუშაო პროცესს რამდენიმე მისამართზე გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე გაეცნო და  მოსახლეობას შეხვდა.

აღნიშნული სამუშაოები გლდანის რაიონის გამგეობის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და გამგეობის მიერ 100%-ით ფინანსდება. ამხანაგობა კი, თავის მხრივ ვალდებულია, სამუშაოების ღირებულების 5% - 10 % -ის ოდენობის თანხა ამხანაგობის ანგარიშზე განათავსოს და საერთო ქონების მოვლა-პატრონობას მოახმაროს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics