13:51 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-31 17:15:34, 872 ნახვა

პოლიტიკა
მეცოლა - ჩვენ აუცილებლად დაგიდგებით გვერდში, თქვენს სწრაფვაში, გახდეთ ევროკავშირის წევრები

ჩვენ აუცილებლად დაგიდგებით გვერდში, თქვენს სწრაფვაში, გახდეთ ევროკავშირის წევრები,- ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მეცოლას თქმით, ევროკავშირმა მეტი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოთ კანდიდატის სტატუსი და არ გამოტოვს ეს ისტორიული შესაძლებლობა.

"უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადაგიხადოთ პირადი წვლილისთვის, საქართველოს მოსახლეობის ნებას. ჩვენ გვინდა, რომ იყოს სათანადო პირობები, იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეების მომავლის უზრუნველყოფა მოხდეს. ჩვენ აუცილებლად დაგიდგებით გვერდში, თქვენს სწრაფვაში, გახდეთ ევროკავშირის წევრები.

ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ თქვენ მიიღოთ კანდიდატის სტატუსი და უზრუნველყოთ, რომ ქართველმა ხალხმა არ გამოტოვს ეს ისტორიული შესაძლებლობა. ჩვენ ვხედვთ გარკვეულ სვლას იმისთვის, რომ იყოს უზრუნველყოფილი დემოკრატიული ფასეულოები, მედიის თავისუფლება და პოლიტპატიმრების ღირსება.

აქვე გვინდა ხაზი გავუსვათ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას. ჩვენ ვართ მზად, რომ გაგიწიოთ დახმარება ამ წინსვლაში ევროკავშირისკენ. ჩვენ ვიცით, რომ უნდა შევუქმნათ საქართველოს პირობები, რომ საკუთარი მომავალი თვითონ აირჩიოს, თქვენი იმედი გვაქვს, რომ შეძლებთ დაძლიოთ არსებული პოლარიზაცია",- განაცხადა მეცოლამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში 29 მაისს გაემგზავრა, ხოლო ამ წუთებში, 13-წლიანი პაუზის შემდეგ, ის ევროპარლამენტს სიტყვით მიმართავს.

აღსანიშნავია ასევე, რომ ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ევროპარლამენტის პრეზიდენტს, რობერტა მეცოლას შეხვდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
სასამართლომ „ფორმულა“ გოგა ხაინდრავასთვის „მორალური ზიანის მიყენების გამო“ 10 000 ლარით დააჯარიმა
იავნანა ქართულის 1-ელი გაკვეთილი, BOG-ის ინიციატივა საზღვარგარეთ მცხოვრები ბავშვებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics