13:51 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-31 16:36:04, 1093 ნახვა

პოლიტიკა
გახარია - „მეორე ფრონტის“ და „ნეიტრალიტეტის“ ყალბი ნარატივის ქვეშ ხელისუფლება ნატო-ს წევრობაზე უარისთვის ამზადებს ნიადაგს

ნატო-ს წევრობის სურვილის დასახელება რუსული აგრესიის მიზეზად არის რუსული ნარატივი და იმის დასტური, რომ საქართველოს მთავრობა ოკუპირებულია რუსეთის მიერ,- ასე გამოეხმაურა პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) თემატურ დისკუსიაში მონაწილეობისას გაკეთებულ განცხადებებს.

გახარიას თქმით,“მეორე ფრონტის” და “ნეიტრალიტეტის” ყალბი ნარატივის ქვეშ ხელისუფლება ნატო-ს წევრობაზე უარისთვის ამზადებს ნიადაგს.

"ნატო-ს წევრობის სურვილის დასახელება რუსული აგრესიის მიზეზად არის რუსული ნარატივი და კიდევ ერთი დასტური, რომ საქართველოს მთავრობა ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

ხელისუფლება ნიადაგს ამზადებს ნატო-ს წევრობაზე უარისთვის “მეორე ფრონტის” და “ნეიტრალიტეტის” ყალბი ნარატივის ქვეშ. ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობა არის მშვიდობის, საქართველოს სახელმწიფოებრიობის და ტერიტორიული მთლიანობის გარანტი",- წერს გახარია.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში, თემატურ დისკუსიაში მონაწილეობა გუშინ, 30 მაისს მიიღო. მთავრობის მეთაურმა დისკუსიის დროს განაცხადა, რომ ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის განზრახვა, გამხდარიყო NATO-ს წევრი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
სასამართლომ „ფორმულა“ გოგა ხაინდრავასთვის „მორალური ზიანის მიყენების გამო“ 10 000 ლარით დააჯარიმა
იავნანა ქართულის 1-ელი გაკვეთილი, BOG-ის ინიციატივა საზღვარგარეთ მცხოვრები ბავშვებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics