14:57 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-30 16:41:40, 717 ნახვა

პოლიტიკა
ჰამილტონი ღარიბაშვილს - უკრაინის შემდეგ, საქართველო აშშ-ისგან ყველაზე მეტ სამხედრო დახმარებას იღებს, გამოფხიზლების დროა

უკრაინის შემდეგ, საქართველო რეგიონში აშშ-ისგან ყველაზე მეტ სამხედრო დახმარებას იღებს, გამოფხიზლების დროა, - ასე გამოეხმაურა ამერიკის საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის სამხედრო ექსპერტი, ბობ ჰამილტონი ბრატისლავაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს.

როგორც ჰამილტონმა აღნიშნა, იმ დახმარების ფონზე, რასაც აშშ საქართველოს უწევს, ღარიბაშვილი უკრაინაში რუსეთის შეჭრას ნატო-ს გაფართოებას აბრალებს, ხოლო აშშ-ს საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობაში ადანაშაულებს.

"საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ნატო-ს კანდიდატი, უკრაინაში რუსეთის შეჭრას ნატო-ს გაფართოებას აბრალებს. მისმა მთავრობამ ასევე უარი თქვა, შეერთებოდა სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და აშშ დაადანაშაულა ქვეყნის ომში ჩართვის მცდელობაში, თუმცა უკრაინის შემდეგ, საქართველო რეგიონში აშშ-საგან ყველაზე მეტ სამხედრო დახმარებას იღებს. გამოფხიზლების დროა", - წერს ჰამილტონი.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში, თემატურ დისკუსიაში მონაწილეობა დღეს, 30 მაისს მიიღო, სადაც განაცხადა, რომ ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის განზრახვა, გამხდარიყო NATO-ს წევრი.

ღარიბაშვილი სლოვაკეთში 29 მაისს გაემგზავრა. ფორუმი 29-31 მაისს იმართება. პრემიერი სლოვაკეთში დელეგაციასთან ერთად იმყოფება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics