23:13 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-19 23:00:12, 740 ნახვა

პოლიტიკა
სასტუმრო Kvareli Lake Resort-ი უარყოფს რომ ლავრივის ქალიშვილი მათთან ქორწილშია

სასტუმრო Kvareli Lake Resort-ი უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ლავროვის სანქცირებული ქალიშვილი ეკატერინა ვენოკუროვა (ლავროვი) მათ სასტუმროში იმყოფება.
ამის შესახებ საუბარია სასტუმროს სპეციალურ განცხადებაში.
"გვსურს გამოვეხმაუროთ დეზინფორმაციას, რომელიც მედიაში ვრცელდება!
ვაცხადებთ, რომ ლავროვის შვილის სტუმრობა ყვარლის ტბაზე არ შეესაბამება სიმართლეს, არც ლავროვის გვარით გვიფიქსირდება სტუმარი და არც აქამდე დაფიქსირებულა.
სამწუხაროდ მედიის საშუალებით ვრცელდება ინფორმაცია, რომელიც არ შეესამება სიმართლეს! " - წერია განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სერგეი ლავროვის სანქცირებული ოჯახის წევრები საქართველოში არიან, მათ შორისაა ლავროვის შვილი, ეკატერინე ლავროვა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოჯახი კახეთში გრანდიოზული ქორწილისთვის ემზადება. 

საქართველოში ქორწილი ლავროვის სიძის, ალექსანდრე ვინოკუროვის ძმას ექნება. მან ქორწილის გადახდა "ყვარელი რეზორტში" გადაწყვიტა, რის გამოც, 2 დღეა, სასტუმროში რუსების წვეულებისთვის ემზადებიან და ქართველებისთვის დაკეტილია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics