02:34 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-17 18:45:49, 1145 ნახვა

პოლიტიკა
ჩეხეთის პრეზიდენტი - როდესაც ჩვენი ყურადღების სამიზნე უკრაინაა, საქართველო არ უნდა დაგვავიწყდეს

როდესაც ჩვენი ყურადღების სამიზნე უკრაინაა, საქართველო არ უნდა დაგვავიწყდეს, - ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა რეიკიავიკში, ევროპის საბჭოს სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, გადამწყვეტია, რომ დადგეს რუსეთის და მისი ლიდერების პასუხისმგებლობის საკითხი, აქედან გამომდინარე ჩეხეთი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიებას და წინადადებას სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ მხარს უჭერს.

"გადამწყვეტია, რომ დადგეს რუსეთის და მისი ლიდერების პასუხისმგებლობის საკითხი. ამ უაზრო ომის მსხვერპლისთვის სამართლიანობას უნდა მივაღწიოთ. სწორედ ამ მიზნით, ჩეხეთი მხარს უჭერს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიებას და წინადადებას სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ, რომელიც გაასამართლებს დამნაშავეებს უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი სასტიკი დანაშაულებისთვის. ეს არ არის რეესტრი, არის საკვანძო ელემენტი. მნიშვნელოვანია, რომ ეს რეესტრი რაც შეიძლება მალე ამოქმედდეს. როდესაც ჩვენი ყურადღების სამიზნე უკრაინაა, არ უნდა დაგვავიწყდეს საქართველო, მოლდოვა და სხვა პარტნიორებიც, რომლებიც აღმოჩნდნენ რუსული ზეწოლისა და დაშინების პირისპირ. მათ უნდა ჰქონდეთ ჩვენი მხარდაჭერა. მათ შორის მხარდაჭერა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით", - განაცხადა პაველმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics