|
2023-05-17 16:48:46, 1092 ნახვა
საზოგადოება
მეუფე შიო - მიღებულია ნორმები, რომლებიც ქორწინების გარეშე თანაცხოვრებასა და სქესობრივი გარყვნილების ყოველგვარ ფორმას ახალისებს
"ჩვენ თვალნათლივ ვხედავთ, რომ რიგ ქვეყნებში არის მცდელობა ტრადიციული ღირებულებების დანგრევის და ჩამოშლის, როდესაც თავს ესხმიან ქალის და მამაკაცის ქორწინებას, როგორც ქორწინების ერთადერთ და ნორმალურ და ღვთით დადგენილ ფორმას, თავს ესხმიან ადამიანის სიცოცხლეს ჩასახვის მომენტიდან, ვიდრე ბუნებრივ გარდაცვალებამდე,- ამის შესახებ მეუფე შიო მუჯირმა სამების საკათედრო ტაძარში, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ქადაგებისას განაცხადა. მეუფე შიოს თქმით, კანონმდებლობების დონემდე, თუ საერთაშორისო ხელშეკრულებების, დოკუმენტების დონეზე მიღებულია ისეთი მტკიცება, ისეთი ნორმები, რომლებიც ახალისებს ქორწინების გარეშე თანაცხოვრებას, ახალისებს სქესობრივი გარყვნილების ყოველგვარ ფორმას, აბორტებს, გენდერულ იდეოლოგიას, მშობლების ავტორიტეტის დაკარგვას და ა.შ. "სამწუხაროდ, იმასაც ვხედავთ, ჩვენს ქვეყანაშიც პოვა ნაწილობრივ ამ ყველაფერმა ასახვა და აი, ამ ყველაფრის მომხრენი დიახ, ბოლო წლებში კიდევ დაემატა ისეთი რამ, რაც არის ბავშვებისთვის სქესის შეცვლა, სქესის შეცვლის დანერგვა და ამის წახალისება. ვინც ამ ყველაფერს ეთანხმება და აკანონებს ისინი ხშირად საუბრობენ ადამიანის უფლებებზე, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ ხედავენ ან არ უნდათ მთავარი რამის დანახვა, რომ ადამიანს გააჩნია მთავარი უფლება, რომ უბრალოდ დაიბადოს და იცხოვროს ამ ქვეყანაზე და მაშინ, იბადება კითხვა, რის საფუძველზე ართმევენ პატარა ბავშვს ამ უფლებას და რის საფუძველზე ითვლება დედის მუცელში ასეთი ბავშვისთვის მოკვდინება კანონიერ საქმედ",- განაცხადა მეუფე შიომ. ცნობისთვის, დღეს ოჯახის სიწმინდის დღესთა დაკავშირებით საპატრიარქომ მსვლელობა-ლიტანიობა გამართა.
„ჩვენ გვჭირდება შემაკავებელი ორდერი“- ტრამპი მელონის კიდევ ერთხელ დასცინის
ლუკაშენკო: ბელარუსს ბრძოლა არ სურს, მაგრამ მტრის წინაშე თავს არ დახრის
სკოლებში ქიმიის სწავლება მე-7 კლასიდან დაიწყება, გაიყოფა ქართული ენისა და ლიტერატურის საგანი
ერდოღანი და ტრამპი უკრაინასთან დაკავშირებით თურქეთის ინიციატივებს განიხილავენ
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)