15:36 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-16 17:04:47, 676 ნახვა

საზოგადოება
მხატვრული კითხვის კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები ქედი მუნიციპალიტეტის მერმა სიგელებითა და სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვა

მხატვრული კითხვის კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ სიგელებითა და სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

კონკურსის დასკვნითი ეტაპი 25 აპრილს ქედის კულტურის ცენტრში გაიმართა, რომელშიც ქედის საჯარო სკოლების 50 მოსწავლე ღებულობდა მონაწილეობას.

კონკურსის მიზანია მოსწავლეებს გამოუმუშავოს ლიტერატურის, მხატვრული კითხვის უნარ-ჩვევების ასევე, ჟესტების, მიმიკის, ინტონაციის , ორთოგრაფიული და პუნქტუციური ნორმების სათანადოდ გამოყენების უნარი.

კონკურსში მონაწილე მოსწავლეები შეაფასა და 11 გამარჯვებული გამოავლინა კომპეტენტური ჟიურის წევრებმა.

დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობდა მერის პირველი მოადგილე იმედა ვასაძე, განათლების, კულტურის, ტურიზმის, სპორტის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის უფროსი ეკარტერინე ქაჯაია, ქედის რესურსცენტრის დირექტორი დურმიშხან შავიშვილი, კულტურის ცენტრის დირექტორი ჯამბულ სურმანიძე და რეჟისორი ლია მახარაძე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ჩვენ გვჭირდება შემაკავებელი ორდერი“- ტრამპი მელონის კიდევ ერთხელ დასცინის
ლუკაშენკო: ბელარუსს ბრძოლა არ სურს, მაგრამ მტრის წინაშე თავს არ დახრის
სკოლებში ქიმიის სწავლება მე-7 კლასიდან დაიწყება, გაიყოფა ქართული ენისა და ლიტერატურის საგანი
ერდოღანი და ტრამპი უკრაინასთან დაკავშირებით თურქეთის ინიციატივებს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics