2023-05-16 17:04:33, 1574 ნახვა
ომი უკრაინაში
სტოლტენბერგი - ახლა ყველაზე გადაუდებელი ამოცანა უკრაინის გამარჯვების უზრუნველყოფაა
ახლა ყველაზე გადაუდებელი ამოცანა უკრაინის გამარჯვების უზრუნველყოფაა, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
როგორც სტოლტენბერგი აღნიშნავს, მას აქვს მოლოდინი, რომ ნატო უკრაინის დახმარების მრავალწლიან პროგრამაზე შეთანხმდება, რომლის მეშვეობითაც უკრაინის საბჭოთა პერიოდის სტანდარტებიდან ნატო-ს სტანდარტებზე გადაწყობა მოხდება.
"ველი, რომ შევთანხმდებით მრავალწლიან პროგრამაზე უკრაინისთვის, რომლის დროსაც ვიმუშავებთ, თუ როგორ დავეხმაროთ უკრაინას, გადავიდეს საბჭოთა პერიოდის სტანდარტებიდან, დოქტრინებიდან, აღჭურვილობიდან ნატო-ს სტანდარტებზე, დოქტრინასა და აღჭურვილობაზე და გახდეს სრულად თავსებადი ნატო-სთან. რა თქმა უნდა, ამის გაკეთება ასევე ეხმარება უკრაინას, წინ წაიწიოს ნატო-ს წევრობისკენ. ახლა ყველაზე გადაუდებელი ამოცანა უკრაინის გამარჯვების უზრუნველყოფაა", - განაცხადა სტოლტენბერგმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,