|
2023-05-10 13:28:14, 885 ნახვა
პოლიტიკა
ზარქუა - კარგად ვხედავ, როგორ გაასამართლებენ უკრაინელები არახამიას და ასეთ ნაძირლებს [ვიდეო]
ვის აინტერესებს არახამია, რომელმაც ქართული არ იცის, დაბადებულია რუსეთში, გაზრდილია რუსეთში და თავის წინაპრებსაც პატივს არ სცემს,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ უკრაინის უზენაესი რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერთან, დავით არახამიასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ზარქუამ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, უკრაინა არახამიას გაასამართლებს, რადგან ის ქვეყნის ინტერესებს არ იცავს. "რაც შეეხება არახამიას, ვწუხვარ, რომ დროს მაკარგვინებთ ამ ხელმოცარულზე - საკუთარ პარტიაშიც კი, სადაც არის ხელისუფლებაში, პრეზიდენტმა გაუუქმა ვიზები - სახელმწიფოს ხარჯზე დაფრინავო ევროპაში უსაქმურადო - ამას, გონჩარენკოს და კიდევ რამდენიმეს. ახლა ეს ხელმოცარული ჰყავთ ოპოზიციურ არხებს ექსპერტად. ვის აინტერესებს არახამია, რომელმაც ქართული არ იცის, დაბადებულია რუსეთში, გაზრდილია რუსეთში და თავის წინაპრებსაც პატივს არ სცემს. თქვენ გგონიათ, ეს საქართველოსთვის და ქართველებისთვის იბრძვის?! მას რომ რეალურად სამშობლოს რომ უწოდებს - უკრაინა უყვარდეს, ერთხელ გინახავთ ხელში ფრონტის ხაზზე? ბახმუტში ჩასული გინახავთ? ან ამისთვის სცალია, რომ საქართველოს შიდა საქმეებში ჩაერიოს? ეს არის "ნაცმოძრაობის", მათი სატელიტი არასამთავრობოებისა თუ ტელევიზიების საყვარელი რესპონდენტი, რომელსაც ნული აქვს ავტორიტეტი. იცით, როგორ კარგად ვხედავ, როგორ გაასამართლებენ არახამიას და ასეთ ნაძირლებს უკრაინელები იმიტომ, რომ უკრაინის ინტერესებს ისინი არ ემსახურებიან",- ამბობს ირაკლი ზარქუა. შეგახსენებთ, უკრაინის უზენაესი რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერმა, დავით არახამიამ "ფეისბუქის" ქართულენოვანი გვერდი შექმნა და ქართულ ენაზე პირველი განცხადებაც გამოაქვეყნა. "დავეხმარები საქართველოს უფსკრულის შეძლებისდაგვარად სწრაფად გადალახვაში",- წერს არახამია.
აშშ ირანს 7 საათის განმავლობაში ბომბავდა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
აშშ-ის კონგრესი ემზადება, ტრამპს მიანიჭოს უფლებამოსილება, დააწესოს 100%-მდე ტარიფები რუსული ნავთობის მყიდველებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)