14:56 - 04 Jul, 2026
|
2023-05-09 17:24:51, 985 ნახვა
მსოფლიო
ჩინეთმა კანადის კონსული ქვეყნიდან გააძევა
ჩინეთმა კანადის კონსული ჯენიფერ ლინ ლალონდი ქვეყნიდან გააძევა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ჩინეთი მკაცრად გმობს ტორონტოში მცხოვრები ჩინელი დიპლომატის ჟაო ვეის გაძევებას და საპასუხოდ, შანხაიში კანადის გენერალური საკონსულოს კონსულს ჯენიფერ ლინ ლალონდს პერსონა ნონ გრატად გამოაცხადებენ. გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც კანადამ გამოაცხადა, რომ ქვეყნიდან გააძევებს ჩინელ დიპლომატს, იმის გამო, რომ ის კანადელი პოლიტიკოსის დაშინების მცდელობებში მონაწილეობდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ კანადის კონსულმა ჩინეთი 13 მაისამდე უნდა დატოვოს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)